Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დარმიანი:“ ჩვენ მიზანთან ახლოს ვართ“

მატეო დარმიანმა, რომელმაც ვერონას კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და ნერაძურის 3 ქულა მოუპოვა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს რთული შეხვედრა იქნებოდა, რადგან ვერონას წინააღმდეგ თამაში მარტივი არასდოეს არის. ისინი აგრესიულ და კარგ ფეხბურთს თამაშობენ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სასურველი შედეგის მოპოვება იყო, რისი გაკეთებაც მოვახერხეთ და საბოლოო მიზანს კიდევ ერთ ნაბიჯით მივუახლოვდით.

„გუნდი თავს კარგად გრძნობს, ჩვენ მატჩებისთვის შესანიშნავად ვემზადებით და ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგთან ახლოს ვართ.

„მწვრთნელი საშუალებას არ გვაძლევს, რომ სატურნირო ცხრილში არსებული სხვაობის მიუხედავად მოვდუნდეთ და ქულები გავანიავოთ. ახლა კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება, ჩვენ ჩემპიონობამდე 5 ქულა გვაშორებს.“