Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დარმიანი:“ ჰაკიმის შეცვლა შეუძლებელია“

ინტერის თავკაცის სიმონე ინძაგის შემდეგ (იხილეთ აქ), შახტართან გამართული პრეს-კონფერენციის წინ მატეო დარმიანმაც ისაუბრა.

„ჰაკიმის შეცვლა ? ვფიქრობ, რომ ჰაკიმის მსგავსი ფეხბურთელის შეცვლა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდისთვის 100 პროცენტით დავიხარჯო და მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულო.

„მე მწვრთნელისგან და ჩემი თანაგუნდელებისგან ნდობას ვგრძნობ და მათ იციან, რომ ჩვენი დასახული მიზნების შესასრულებლად მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.

„ნაკრებში თამაში ? თუ რობერტო მანჩინი ჩემს გამოძახებას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. მე განვითარებაზე მუშაობა უნდა გავაგრძელო და იმედი მაქვს, რომ აძურის რიგებში თამაშის საშუალება მომეცემა.

„შახტართან მატჩი ? ჩვენ ვიცით, რომ წინ მარტივი გასეირნება არ გველოდება, რადგან შახტარმა თავისი ძლიერი მხარეები პირველ მატჩშიც დაგვანახა, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ 3 ქულა მოვიპოვოთ და პლეი-ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ.“