Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დატვირთული კვირა მილანში…

მილანი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და Tuttosport-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე როსონერი კიდევ 3 ტრანსფერს დაადასტურებს.

პირველი მათგანი სავარაუდოდ ოლივიე ჟირუ იქნება, რომელიც სამედიცინო შემოწმებას უახლოესი 48 საათის განმავლობაში გაივლის და როსონერის რიგებს 2 წლით შეუერთდება. მის სანაცვლოდ მილანს ბონუსების ჩათვლით 2 მილიონის გადახდა მოუწევს.

სიაში შემდეგი მადრიდის რეალის ბრაჰიმ დიასია. ის შაბ-წითლების რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც მილანი 3 მილიონს გადაიხდის და სეზონის ბოლოს ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 22 მილიონად შეეძლება, ბლანკოსს კი 2022 წლის ბოლომდე დიასის დაბრუნება 27 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.

მესამე ფეხბურთელი მონაკოს მარცხენა მცველი ფოდე ბალო-ტურე იქნება, რომლის ტრანსფერზეც მხარეები საბოლოო დეტალებს აგვარებენ და სავარაუდოდ ის როსონერის იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში 5-6 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.