Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დელ პიერო:“კონტე გულში ყოველთვის იუვენტუნი იქნება“

იუვენტუსის ლეგენდამ ანტონიო კონტესა და კოპა იტალიაზე Sky Sport Italia-სთან ისაუბრა.

„კონტეს რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე,ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ და მათ შორის,სერია ა-ზე.ის სერია ა-ს დაწყებას მოუთმენლად ელოდება.მისნაირი პიროვნება ფეხბურთის გარეშე ვერ ძლებს,ანტონიო არაჩვეულებრივ მენტალურ ფორმაში იმყოფება,რაც გუნდს დამატებით მოტივაციას მისცემს.

დელ პიერომ რამდენიმე სიტყვა იმაზეც თქვა,თუ რამდენად უცნაურია იუვენტუსის ყოფილი კაპიტნისა და მთავარი მწვრთნელის ინტერში ხილვა.

„კონტეს ინტერის სათადარიგო სკამზე ხილვა ძალიან უცნაურია.მე ვიცი,რომ ის გულის სიღრმეში ყოველთვის იუვენტინო დარჩება,თუმცა დარწმუნებული ვარ,რომ ყველა გუნდის წინააღმდეგ,მათ შორის იუვენტუსთან,110 პროცენტით დაიხარჯება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.