დელ პიერო:“მანჯუკიჩს გუნდიდან არ გავუშვებდი“

იუვენტუსის ლეგენდამ,ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა,რომ იუვენტუსმა მარიო მანჯუკიჩის გაშვებით შეცდომა დაუშა.

პინტურიკიომ ეს კომენტარი იუვენტუსის ზედიზედ ორი მშრალი თამაშის შემდეგ გააკეთა,როდესაც გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

„მანჯუკიჩს კარიერის ბოლომდე დავტოვებდი.ის რაც მან გუნდისთვის გააკეთა და რისი გაკეთებაც კიდევ შეეძლო,ბევრმა ვერ დააფასა.

„იუვენტუსის დღევანდელ შემადგენლობაში მისნაირი ფეხბურთელი არ არის.“

შეგახსენებთ,რომ დღეს ტურინის იუვენტუსი ბოლონიას დაუპირისპირდება.თამაში 23:45 საათზე დაიწყება.

Leave a Reply

Your email address will not be published.