Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერომ, დე როსიმ, ვიერიმ და სხვებმა სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს

რამდენიმე ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მათ შორის ალექს დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ სამწვრთნელო ლიცენზიები ოფიციალურად მიიღეს.

აღნიშნული ტრიოს გარდა UEFA-ს B/A დონის ლიცენზია ალესანდრო მატრიმ, იგნაციო აბატემ, ფედერიკო ბალძერეტიმ, რიკარდო მონტოლივომ, ჯამპაოლო პაცინიმ და დავიდ პიზარომ მიიღეს.

ეს ლიცენზია თითოეულ მათგანს სერია ც-ს გუნდის ჩაბარების საშუალებას აძლევს და ასევე მათ აქვთ უფლება, რომ სერია ბ-ს და სერია ა-ს გუნდებში მწვრთნელის ასისტენტად იმუშაონ.