Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დელ პიერო:“ნაპოლიმ იუვენტუსს სახეში გაარტყა“

ალესანდრო დელ პიეროს აზრით,კოპა იტალიას ფინალში განცდილი მარცხი იუვენტუსისთვის დიდი დარტყმა იყო და გუნდს აშკარად პრობლემები აქვს.

ბიანკონერიმ უკვე მოასწრო Supercoppa-ს ფინალის წაგება ლაციოს წინააღმდეგ და გუშინდელი მარცხი გუნდისთვის განგაშის სიგნალი იყო.

„ეს იუვენტუსისთვის სახეში მუშტის გარტყმის ტოლფასი იყო.თუმცა აქედან გუნდმა უნდა ისწავლოს და ეს ყველაფერი პოზიტიურ ენერგიად უნდა აქციოს,რომელსაც ჩემპიონთა ლიგის და სერია ა-ს მოსაგებად მიმართავს.

„გუშინ ჩვენ დავრწმუნდით,რომ გუნდში აშკარად პრობლემებია.იუვენტუსმა ძალები უნდა მოიკრიბოს და ხასიათი გამოავლინოს,თუმცა ამისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.