Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დელ პიერო:“ ატალანტა და ინტერი იუვენტუსს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ“

იუვენტუსის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ სერია ა-ს ფავორიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტერი და ატალანტა ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„ინტერი და ატალანტა სკუდეტოს მოპოვების სერიოზული კანდიდატები არიან. ბერგამოელები ძალიან მონდომებულები არიან და თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, ისინი გასულ სეზონზე უკეთეს შედეგს დადებენ.

„ინტერი შემადგენლობის მხრივ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია და ჩვენ ეს ფიორენტინასთან მატჩშიც ვნახეთ.

„ლაციოს საჭირო ხარისხი აქვს, თუმცა მათ ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოუწევთ ბრძოლა და თუ შემადგენლობას არ გააძლიერებენ, ტიტულისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი კანდიდატები იუვესთან ერთად ინტერი და ატალანტა არიან.“