Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ გაუგებარია, როგორ უნდა თქვა კრიშტიანუზე უარი ?“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალიელი ტურინში დარჩება.

„მე იუვენტუსისგან სატრანსფერო ფანჯარაზე ჭკვიანურ ნაბიჯებს ველოდები, ნახევარდაცვაში ცვლილებები აუცილებლად იქნება და გუნდს შეტევაში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, თუ ვინ წავა და ვინ დარჩება დიბალას, რონალდუს და მორატას ტრიოდან.

„რონალდუს რაც შეეხება, ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია, რომელსაც მჯერა და იმედი მაქვს, რომ იუვენტუსი შეინარჩუნებს, ამისთვის გუნდს ათასი მიზეზი აქვს. როგორ უნდა თქვა კრიშთიანუზე უარი ?“