Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დელ პიერო:“ დიბალას მეტი მოთმინება მართებს“

იუვენტუსის ლეგენდამ გუნდში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა.

ანდრეა პირლოსთან პირადად არ მისაუბრია. კროტონესთან იუვენტუსის თამაში და ფაქტი, რომ გუნდმა 3 ქულა ვერ მოიპოვა, კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ჩვენ უნდა გავიაზროთ, თუ რა ეტაპს გადის გუნდი.

„იუვენტუსში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელების მხრივ და მათ გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდებათ, რომ პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინონ.

„ჩემი აზრით, თუ ანდრეა პირლო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლას და სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლას მოახერხებს, მისთვის ეს სეზონი წარმატებული იქნება.

„სიტუაცია დიბალას გარშემო ? ჩემი აზრით, პირლომ ის იმიტომ არ ათამაშა, რომ ფიზიკურად ჯერ მზად არ არის, თუმცა კაპელო ასეთ ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას აძლევდა და მოედნიდან ჩვეულებრივზე ადრე გაყავდა…“