Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ დონარუმა ? ჩემთვის იუვენტუსი ყველაფერზე მაღლა იდგა…“

ალესანდრო დელ პიერომ რონალდუს და დიბალას შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ იუვენტუსში დირექტორის პოსტი არასოდეს შეუთავაზებიათ.

„მე იუვენტუსიდან გუნდში დაბრუნების შესახებ ზარი არასოდეს მიმიღია. მე არ მრუს რაიმე როლი მხოლოდ იმიტომ მომცენ, თუ რა გავაკეთე წარსულში. ჩემი გუნდისადმი დამოკიდებულება და მიდგომა უცვლელი დარჩება.

„მინდა ყველამ ჩემი ის შესაძლებლობები დაინახოს, რისი მიცემაც ახლა შემიძლია.

„პირლო ? ყველაფერში მისი დადანაშაულება სამართლიანი არ არის. გასულ სეზონში იუვენტუსის რიგებში ყველას გაუჭირდა.

„რონალდუ ? ვფიქრობ, რომ ის შევიდა კარიერის ისეთ ეტაპზე, როდესაც მას ისეთი რაღაცეების გაკეთება აღარ შეუძლია, რასაც ათი ან თუნდაც ხუთი წლის წინ აკეთებდა. მან თავის ახლანდელ პოტენციალთან ადაპტაცია უნდა გაიაროს, რაც კვლავ ძალიან მაღალია.

„ალეგრისა და რონალდუს შორის საუბარი შედგება და ისინი ერთად გადაწყვეტენ, როგორ აჯობებს ორივე მხარისთვის.

„დიბალა ? მე დიბალას უფრო მეტ ნდობას დავანახებდი, რადგან ეკრანებიდან ეს ნამდვილად არ ჩანს.

„დონარუმა ? მე მას ვერ განვსჯი, რადგან ჩემთვის იუვენტუსი და მისი ქომაგები ყველაფერზე მაღლა იდგა, თუმცა ყველას თავისი შეხედულება და აზრი ა ქვს.

„ამა თუ იმ საკითხს ყველა ერთნაირად არ უყურებს. მე ამას ყოველგვარი ნეგატიური კონტექტსის გარეშე ვამბობ.

„ევროპის ჩემპიონატი ? ვფიქრობ, რომ საფრანგეთი გამორჩეული ფავორიტია, შემდეგ ბელგია და ინგლისი მოდიან, იტალიას რაც შეეხება გააჩნია, რა მეტოქეებს არგუნებს ბედი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ფინალში თამაში შეგვიძლია.“