Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დელ პიერო:“ ინტერმა სამპდორიასთან წაგებაზე სწორი რეაგირება უნდა მოახდინოს, ისინი იუვენტუსზე კარგად მომზადებულები არიან“

იტალიური ფეხბურთის და იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ ინტერის სამპდორიასთან მარცხზე ისაუბრა.

„სამპდორიასთან მატჩში ინტერს ძალიან არ გაუმართლა, იმ დღეს ყველაფერი ნერაძურის წინააღმდეგ იყო.

„სტატისტიკურად რომ შევხედოთ, იანვარი ინტერისთვის ყველაზე რთული პერიოდია, რადგან ყველაზე მეტ ქულას გუნდი სწორედ ამ თვეში კარგავს.

„ინტერმა მომდევნო მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს და ყველას დაანახოს, რომ გენუაში განცდილი მარცხი მხლოდ უიღბლობა იყო.

„ზედმეტი ზეწოლა ინტერზე ? ზეწოლას ნებისმიერი გუნდი განიცდის, როგორც გამარჯვებული, ასევე დამარცხებული. ნერაძური შარშანაც და წელსაც ტიტულის მოსაგებად არის შექმნილი და ჩემი აზრით, ისინი იუვენტუსზე კარგად არიან მომზადებულები.“