დელ პიერო:“ იტალიამ ზედმეტად გვანერვიულა“
იტალიის და იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ავსტრიასთან მატჩი შეაფასა.
„შემდეგ ეტაპზე გასვლის გამო ბედნიერები ვართ, მაგრამ დაძაბულობის გამო იტალიის ქომაგებმა მატჩის მსვლელობისას 2 კილოს დაკლება მოვახერხეთ.
„ჩვენ როგორც იტალიისგან, ასევე ავსტრიისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებოდით და უკანასკნელმა მათგანმა თავისი შესანიშნავი თამაშით ყველა გააკვირვა.
„გაგვიმართლა, რომ VAR-მა ავსტრიას გოლი გაუუქმა, ამ ეპიზოდმა ძალიან შეგვაშინა, მაგრამ შესაძლოა ეს კარგი სიგნალიც იყოს, რადგან როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, როგორც ეს ჯგუფურ ეტაპზე იყო, შენ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის უფრო ნაკლებად მომზადებული ხარ.“