Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ იტალიამ კრიტიკოსები დაადუმა“

ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ აძურის ბელგიასთან მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ იტალიამ ის კრიტიკოსები დაადუმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ გუნდი სერიოზულ მეტოქესთან ვერაფერს გახდებოდა.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ტაქტიკური კუთხით ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი ვართ. მოედანზე თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, თუ რა ევალება და რა უნდა გააკეთოს.

„ფეხბურთელებს შორის შესანიშნავი ენერგია და მეგობრობაა. ჩვენ ლუკაკუს რამდენიმე შეცდომის გამო მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ საერთო ჯამში იტალიის ნაკრებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

„ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ აძური ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდებოდა, თუმცა იტალიამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.“