Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ იტალიას ფინალში თამაში შეუძლია“

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ევროპის ჩემპიონატზე აძურის ამბიციებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და გახსნით მატჩში იტალია თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

„ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე კარგი სტარტი უნდა ავიღოთ, შემდეგ ეტაპზე კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„ერთ რამ ფაქტია, იტალიის ნაკრებს აქვს პოტენციალი და ტალანტი იმისთვის, რომ ფინალში ითამაშოს და ამის შესახებ მანჩინიმ ჩვენზე უკეთ იცის.

„მეორეს მხრივ, იმის დავიწყებაც არ შეიძლება, რომ იტალიის ნაკრებს უკვე 5 წელია, რაც დიდ ტურნირებზე არ უთამაშია. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებისთვისაც ევროპის ჩემპიონატი სერიოზული გამოცდა იქნება. ნაკრებს არც მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა, ამიტომ დამღლელი სეზონის შემდეგ ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციაზე საუბარიც რთულია.

„ვინ არის ფავორიტი ? ვფიქრობ, რომ ტალანტის, ხარისხის და გამოცდილების გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია.“