Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ იტალია თითქმის სრულყოფილი იყო“

იტალიის და იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ თურქეთის ნაკრებთან აძურის თამაში შეაფასა.

რობერტო მანჩინის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტი აიღო და სადებიუტო მატჩში თურქეთის ნაკრები 3 – 0 გაანადგურა.

„იტალია თითქმის სრულყოფილი იყო, ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და საკუთარ კართან მეტოქეს ბევრის საშუალება არ მისცეს.

„აძური მაღალ პრესინგს თამაშობდა და თავისი მენტალობა კიდევ ერთხელ გამოავლინა. გუშინ მათ იგივე მონდომება და ბრძოლის სურვილი ეტყობოდათ, რომელსაც ჩვენ საკვალიფიკაციო მატჩების დროს ვხედავდით. მართალია ჩვენ სახლში ვთამაშობდით, რაც გარკვეული უპირატესობა იყო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის.

„მანჩინი და მისი სტაფი შესანიშნავად მუშაობენ, ფეხბურთელებს კი კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს იტალიის მაისურის ტარება და ყველა მომენტში ბოლომდე იბრძვიან.

„ამდენი მატჩის ზედიზედ მოგების შემდეგ, გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა. 2018 წელს განცდილი ფიასკო ყველას კარგად ახსოვს და ჩვენ იგივეს განმეორება აღარასოდეს არ გვსურს.“