Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:” იტალიურ გუნდებს ერთი შესანიშნავი უნარი აქვთ…”

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ჩელსისთან მატჩი შეაფასა.

„იტალიურ გუნდებს ერთი შესანიშნავი თვისება აქვთ, მათ ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა და ადაპტაცია შეუძლიათ.

„დღეს იუვენტუსს შეტევაში ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, რადგან დიბალა-მორატას დუეტი დიდი დანაკლისია, იუვეს მეტოქე კი ევროპის ჩემპიონი იყო, მაგრამ ალეგრიმ მოედანზე სწორი ფეხბურთელები დააყენა, რითიც ჩელსის თავგზა აუბნია და მათ არ იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ბურთს ფლობის მიუხედავად.