Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ იუვენტუსს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ მალმოსთან მატჩი შეაფასა.

„ეს იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გუნდმა სერია ა-ში სეზონი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და მათ დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდებოდათ, რისი გაკეთებაც მოახერხეს.

„შესაძლოა მათი მეტოქე მსოფლიოში საუკეთესო გუნდი არ იყო, მაგრამ მენტალური თვალსაზრისით ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო და იმედია მოპოვებული 3 ქულა გუნდს სეზონის პოზიტიურად გაგრძელებაში დაეხმარება.“