Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ იუვენტუსს წინ დიდი სამუშაო ელოდება და ალეგირმ ეს იცის“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ჩელსისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების შემადგენლობები და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„იუვენტუსმა ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა, თუმცა მათ წინ ძალიან ყოველდღიურად ბევრი სამუშაო ელოდებათ და მაქსმა ეს ყველაზე უკეთ იცის.

„გუნდს გამარჯვებები ასეთ რთულ სიტუაციაში ძალიან ეხმარება არა მხოლოდ 3 ქულის გამო, არამედ თითოეული გამარჯვება თავდაჯერებულობას და მენტალურ სიტუაციას აუმჯობესებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება, მაგრამ იანვარში გუნდი ბირთვს ვერ შეცვლის და ალეგრის იმათთან მოუწევს მუშაობა, ვინც ახლა ჰყავთ.

„დღევანდელი მატჩი ჯგუფში გამარჯვებულის გამოსავლენად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ იუვენტუსმა თავისი ამბიციები და რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოავლინოს.“