Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ იუვენტუსში არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაზე გუნდმა მუშაობა უნდა დაიწყოს…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ ბენფიკასთან მატჩსა და ბიანკონერის პრობლემებზე ისაუბრა.

„ეჭვგარეშეა, რომ იუვენტუსს ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას და ბენფიკასთან მატჩი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. გუნდმა, ძალიან ბევრი ტრავმის ფონზე, უსახური მატჩი ჩაატარა.

„იუვენტუსში დადგა დრო, რომ მათ მოკლე და ხანგრძლივ პერპსექტივაში იმ პრობლემების მოგვარებაზე დაიწყონ ზრუნვა, რომელიც გუნდს აშკარად აქვს და მას განვითარების საშუალებას არ აძლევს.

„მე მჯერა, რომ იუვენტუსს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია იმის მიუხედავად, რომ გუნდში პრობლემები არსებობს.“