Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დელ პიერო:“ იუვეს საუკეთესო რონალდუ და დიბლა სჭირდება“

დელ პიერო

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ ფერენცვაროშთან მატჩზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

„იმ მომენტში, როდესაც მორატა მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩა და რონალდუს პასი გაუკეთა, მას უნდა დაერტყა. ამაზე ალვაროს საყვედურს ვერავინ ეტყოდა. რონალდუს და დიბალას რაც შეეხება, ფაქტია, რომ არც ერთი მათგანი კარგ ფორმაში არ არის და იუვეს წარმატების მისაღწევათ მათი საუკეთესო თამაში სჭირდება.

„განსხვავება ზიდანსა და პირლოს შორის ? ანდრეასთვის ეს გზის დასაწყისია, ზიდანს კი მადრიდის რეალის ჩაბარებამდე დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პირლომ ზიდანის გზა გაიმეოროს.“