Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ კონტე ფრთხილად უნდა იყოს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ უკვე ორი ტურნირიდან გავარდნის შემდეგ, ანტონიო კონტე ფრთხილად უნდა იყოს…

„ანტონიოს სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება. ინტერს შესანიშნავი და ამავდროულად ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავს და მეგონა, რომ გუნდი ყველა ტურნირზე გასამარჯვებლად ითამაშებდა.

„ახლა ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ერთადერთი ჩემპიონატი, რისი მოგებაც შეუძლია, სერია ა არის და აქაც წარუმატებლობა გუნდიდს მფლობელებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ.

„პირლო ? ის თამაშიდან თამაშამდე იხვეწება და მისმა გუნდმა ფინალში გასვლა დაიმსახურა. იუვენტუსი მართალია ბურთს არ აკონტროლებდა, მაგრამ ინტერმა მათი დაცვის გარღვევა ვერ მოახერხა. ისინი ძალიან ხშირად მომენტებს ვერ იყენებენ და ამაზე სამუშაო აქვთ.“