Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ მსაჯის ქმედებები გაუგებარია…“

იუვენტუსის ლეგენდარულამ ფეხბურთელმა ალექს დელ პიერომ იუვე – ინტერის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, რომ მსაჯებმა თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა ახსნან, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს დანიშნული 3 11-მეტრიანიდან არც ერთი არ უნდა დადებულიყო.

„ბოლო პენალტის მომენტში კუადრადო კონტაქტს ეძებდა და ვფიქრობ, რომ პერიშიჩს თამაშის წესები არ დაურღვევია.“