Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ პირლო სწორად მოიქცა, რომ ლაციოსთან რონალდუ დაასვენა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იუვენტუსი – ლაციოსა და ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ისაუბრა.

„მე იუვენტუსის ასეთ რეაგირებას არ ველოდებოდი, რადგან ისინი ბოლო კვირეების განმავლობაში ფიზიკურად კარგ ფორმაში ვერ იყვნენ.

„პირლოს მხრიდან რონალდუსთვის დასვენების საშუალების მიცემა სწორი გადაწყვეტილება იყო. იუვენტუსმა ეს მატჩი 6 სასტარტო ფეხბურთელის გარეშე მოიგო, ამიტომ მათ ლიგაზე მეტი ენერგია ექნებათ.

„ლაციოს კარგი სტარტი ჰქონდა, მაგრამ იუვენტუსმა ხასიათი გამოავლინა და პორტუსთან კარგი განწყობით ითამაშებს.


„იუვენტუსს პორტუსთან სრულყოფილი თამაში სჭირდება. პორტუგალიაში კიეზას გოლმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ თუ ტურინელები თამაშს იმავე ინტენსიობით გააგრძელებენ, როგორც ეს პირველ ტურში იყო, მათ მოგება გაუჭირდებათ.

„ეს იუვენტუსისთვის დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ მათ ამ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ.“