Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დელ პიერო:“ პირლო შანსს გამოიყენებს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა კაპიტანის, ალესანდრო დელ პიეროს აზრით, მაესტრო შანსს გამოიყენებს და იუვეში წარმატებას მიაღწევს.

„პირლოს მთავარ გუნდში  დანიშვნა ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემი აზრით, მისთვის ამ პოზიციაზე დანიშვნა ადრე იყო. მეგონა, რომ იუვე სხვა მიმართულებით წავიდოდა.

„ანდრეას რთული პერიოდი ელოდება, თუმცა მას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მას კლუბის ხელმძღვანელობა გვერდში უდგას და თავად პირლოც შესანიშნავი პიროვნებაა.

„არ ვიცი, რა ფეხბურთს ათამაშებს ის იუვენტუსს, თუმცა ანდრეას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ მოუმზადებელი ის არც ერთ მატჩს არ შეხვდება და მიცემულ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.