Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ რონალდუ იუვენტუსის პრობლემა არ არის“

კრიშტიანუ რონალდუმ ფიორენტინას წინააღმდეგ კიდევ ერთი უსახური მატჩი ჩაატარა, რის გამოც გულშემატკივრების, მედიის და კრიტიკოსების უკმაყოფილება დაიმსახურა.

ამ თემაზე კომენტარი იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა.

„ყველას, ვისაც ფეხბურთ ესმის იცის, რომ კრიშტიანუ რონალდუ პრობლემა არ არის. ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ლიმიტი არ გააჩნია. შენ ვალდებული ხარ, რომ გუნდი მის გარშემო ააწყო, იუვენტუსმა კი ეს არ გააკეთა.“