Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ ჩელსი იმას აკეთებდა, რაც სურდა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექს დელ პიერომ ჩელსისთან მატჩი შეაფასა.

„საღამო იუვენტუსისთვის კარგად ნამდვიალდ არ წავიდა. ეს უკან გადადგმული ნაბიჯი და ალეგრისთვის დიდი დარტყმა იყო. ასეთი მატჩიდან რაიმე პოზიტივის დანახვა ძალიან რთულია და ეს მარცხი მენტალურად უფრო რთული გადასატანი იქნება, ვიდრე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით.

„ბურთის მოძრაობა, აგრესია, სისწრაფე, იუვენტუსს არაფერი ჰქონდა. იუვენტუსმა ერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა მაშინ, როდესაც ჩელსი მოედანზე რასაც უნდოდა ყველაფერს აკეთებდა.“