Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დემირალი:“გუნდს მალე დავუბრუნდები“

მერიჰ დემირალის თქმით,მან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და გუნდს ძალიან მალე შეუერთდება.

„თავს უკვე კარგად ვგრძნობ და გუნდს სულ მალე შევუერთდები.ჩვენ გუნდში საოცარი ფეხბურთელები გვყავს რონალდუს,კიელინის და ბუფონის სახით,რომლებიც წაგებას არ ეგუებიან და ამით მოტივაციას მმატებენ.

„მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით მიწევს ვარჯიში და ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობ.

„ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა,რაშიც კრიშტიანუ რონალდუს დახმარების იმედი გვაქვს.

„დიბალა და მე იუვენტუსში გადმოსვლის პირველი დღიდან ვმეგობრობთ.ის ერთ-ერთი საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელია.“

იუვენტუსის უკანახაზელმა რამდენიმე სიტყვა თურქეთის ნაკრებზეც თქვა.

„თურქეთის ეროვნული ნაკრები ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების მიქსია.ჩვენ ფრანგებთან თამაში არ წავაგეთ,რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა.

„ვირუსი რომ არ ყოფილიყო,მე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოვტოვებდი,თუმცა ამ მსხვერპლზე წავიდოდი,თუ ხალხი არ დაიხოცებოდა.

„ადამიანების სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია.თამაშები მოდიან და მიდიან,ხალხმა კი ბედნიერად და მშვიდად უნდა იცხოვრონ.ჩემი სურვილია,რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს და ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცეს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.