Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალის გამოსამშვიდობებელი წერილი იუვეს

მერიჰ დემირალმა, რომელიც ატალანტას იჯარის წესით შეუერთდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, იუვენტუსს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„ბიანკონერის რიგებში გატარებული 2 წლის შემეგ, ტურინთან დამშვიდობების დრო მოვიდა.

„2 წლის წინ, თქვენ მე როგორც ძმა, ისე მიმიღეთ. პირველივე წუთიდან მე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. სტაფის და ფეხბურთელების ხარისხი, რომლებიც იქ დამხვდნენ, ყოველთვის მაკვირვებდა. მე ვამაყობ იმ მიღწევებით, რომლებთანაც ერთად მივედით. მინდა გუნდს და მის თითოეულ წევრს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

„ახლა მე ბედნიერი ვარ, რომ ეს მომენტები ჩემს იუვენტუსის ოჯახთან ერთად გამოვიარე, თქვენ ჩემს გულში ყოველთვის იქნებით.

„მადლობა და წარმატებები, იუვე!“