Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალის ტრანსფერით 3 ინგლისური გუნდი ინტერესდება

მერიჰ დემირალის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ საუბრები არ წყდება და TuttoJuve-ს ინფორმაციით, თურქი ცენტრალური მცველის გაფორმება 3 ინგლისურ გუნდს სურს.

დემირალი, რომელიც გასულ სეზონში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილო იყო, მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და ტურინელები მის გაყიდვას გეგამვენ.

წყაროს ცნობით, მერიჰის ტრანსფერით ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ინტერესდებიან, მაგრამ ამ ეტაპისთვის არც ერთი მათგანი იუვეს მოთხოვნილი 40 მილიონის გადახდას არ აპირებს.