Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალის ულტიმატუმი იუვენტუსს…

მერიჰ დემირალის იუვენტუსიდან წასვლის შესახებ ხმები არ წყდება და იტალიური მედიის ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი გუნდში დარჩენის სანაცვლოდ მაქს ალეგრისგან გარკვეულ გარანტიებს ითხოვს.

Gazzeta-ს ინფორმაციით, თურქი ცენტრალური მცველი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მას მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და გარანტიას ითხოვს, რომ ის ძირითადი თერთმეტეულის წევრად მოიაზრება, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვებას გეგმავს.

დემირალის სახელი ბოლო დღეებში ატალანტას და დორტმუნდს დაუკავშირეს და მისი გაყიდვის წინააღმდეგი იუვენტუსი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე თურქი უკანახაზელის სანაცვლოდ 35-40 მილიონს გადაიხდის.