Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალი:“ ატალანტაში განვითარების შესაძლებლობა მექნება“

მერიჰ დემირალის აზრით, რომელიც იუვენტუსიდან ატალანტაში იჯარის წესით გადაბარგდა და მისი გამოსყიდვა ბერგამოელებს 25 მილიონის სანაცვლოდ შეუძლიათ, ლა დეას რიგებში მას განვითარების უფრო დიდი შანსი ექნება, ვიდრე იუვენტუსში.

„ბედნიერი ვარ, რადგან ატალანტას შესანიშნავი გუნდი და ქომაგები ჰყავს, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა.

„მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, თუმცა სერია ა-ში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და გასპერინის სამწვრთნელო სესიების შესახებ არაერთხელ მსმენია, ამიტომ ვიცი, რომ მე აქ განვითარების და თამაშის შანსი მექნება.

„იუვესთან ერთად სერია ა, კოპა იტალია და სუპერ თასი მოვიგე, ახლა კი ტიტულის მოგება ბერგამოელებთან ერთად მსურს.

„სერია ა ძალიან რთული ჩემპიონატია, მაგრამ ჩვენ როგორც მენტალურად, ასევე ტექნიკურად ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ატალანტას უკვე ყველა ძლიერ გუნდად აღიქვამს და მე მწამს, რომ ჩვენ ტიტულებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“