Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალი-გოსენსის ბარტერი რეალური ხდება

რობინ გოსენსმა სერია ა-ში კიდევ ერთი გამორჩეული სეზონის შემდეგ, წარმატებული სვლა ევროპის ჩემპიონატზეც განაგრძო და მის მიმართ ინტერესი ევროპული გრანდების მხრიდან კიდევ უფრო გაიზარდა.

Todofichajes-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი ტურინის იუვენტუსია, რომელიც მზად არის ბერგამოელებს ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის გერმანელი მარცხენა უკანახაზელის სანაცვლოდ ბერგამოში მერიჰ დემირალი გაუშვას, თურქი ცენტრალური მცველი, რომლის მიმართ ატალანტა ინტერესს უკვე მეორე სეზონია იჩენს.

სეზონის დასასრულს ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 40 მილიონად ფასდებოდა, თუმცა არც თუ ისე წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დემირალის ფასმა დაიწია და იუვენტუსს შესაძლოა დემირალის გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელის, ჯანლუკა ფრაბოტას ჩართვა მოუწიოს, რომელიც ასევე ბერგამოელთა სატრანსფერო რადარზეა.