Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალი დორტმუნდსაც მოუნდა

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, მერიჰ დემირალის ტრანსფერით დორტმუნდი ინტერესდება და ბიანკონერის წინადადებას უმზადებს.

თურქი ფეხბურთელის ტურინიდან წასვლის შესახებ უკვე საკმაოდ დიდი ხანია იწერება ბიანკონერი მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს. აქამდე დემირალს ყველაზე ხშირად ატალანტას უკავშირებდნენ, რომელიც კრისტიან რომეროს პოტენციურ შემცვლელს ეძებს, თუმცა ბერგამოელებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გერმანელებს ჯერჯერობით ტურინელებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, თუმცა მათ ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის შეხვედრა დაიგეგმება.