Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალი რომასაც მოუნდა…

ტოტენჰემის, ატალანტას და რამდენიმე ესპანური გუნდის შემდეგ, იუვენტუსის ცენტრალური მცველის მერიჰ დემირალის გაფორმების სურვილი რომამაც გამოთქვა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გუშინ დემირალის აგენტი იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდა და რომას ინტერესის შესახებ აცნობა.

დემირალი მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და ტურინელებს მის სანაცვლოდ ფიორენტინადან მილენკოვიჩის დამატება სურთ, თუმცა პირველ რიგში თურქი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ, რომელსაც ბიანკონერი 40 მილიონ ევროდ აფასებს.