Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალი ტოტენჰემსაც მოუნდა

მერიჰ დემირალის ტურინული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ატალანტას შემდეგ, თურქი ცენტრალური მცველის დამატების სურვილი ტოტენჰემმაც გამოთქვა.

დემირალი იუვენტუსს 2019 წელს სასუოლოდან, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმებისა და მაღალი კონკურენციის გამო სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრი ვერ გახდა, სათამაშო დროის ნაკლებობით ნაკლებობით კი თურქი უკანახაზელი უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის 23 წლის დემირალი 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს და მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. მაქს ალეგრიმ გუნდს ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩს გაფორმება სთხოვა, რომელსაც იებთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ფლორენციელებს მისი გაყიდვა მოუწევთ.

ტოტენჰემის იმედებს ისიც ზრდის, რომ რამდენიმე დღის წინ ლონდონური გუნდის დირექტორი იუვენტუსისთვის კარგად ნაცნობი ფაბიო პარატიჩი გახდა.