Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დემირალი ტრავმირებულია, რემსი იუვეს უბრუნდება

იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა, მერიჰ დემირალმა კალიარისთან მატჩის დროს კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით მომდევნო ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელსაც იუვენტუსი ფერენცვაროშის და ბენევენტოს წინააღმდეგ გამართავს.

ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის ტრავმების ფონზე, დემირალის არყოფნა გუნდისთვის ორმაგად ცუდი ამბავია.

ანდრეა პირლოს განკარგულებაში დაბრუნდა აარონ რემსი, რომელმაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და სათამაშოდ მზად არის.