დემირალი 3 თამაშს გამოტოვებს
მერიჰ დემირალი იუვენტუსის მომდევნო 3 მატჩს გამოტოვებს და გუნდს Derby della Mole-სთვის დაუბრუნდება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თურქმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო და 10 დღე უქმად მოუწევს ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერენცვაროშთან მატჩის გარდა, რომელიც დღეს გაიმართება, ის იუვეს ბენევენტოსთან და კიევის დინამოსთანაც ვერ დაეხმარება.