Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალს ბარსელონაც აკვირდება

მაქს ალეგრის იუვენტუსში მისვლის შემდეგ, მერიჰ დემირალის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები უფრო აქტიური გახდა და როგორც ჩანს, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თურქი ცენტრალური მცველი ტურინულ გრანდს დატოვებს.

მისი სახელი არაერთ ინგლისურ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა Todofichajes-ის ინფორმაციით, დემირალს ბარსელონაც აკვირდება. ბლაუგრანაში ლაპორტას დაბრუნების შემდეგ, კატალოენიელები შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავენ და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მათთვის დაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება.

იუვენტუსი დემირალს დაახლოებით 40 მილიონად აფასებს, თუმცა გაზრდილი ინტერესის გამო არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე გუნდს შორის ერთგვარი აუქციონი გაიმართოს, რაც ტურინელებისთვის ნამდვილად კარგი ამბავია.