Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დემირალს მსურველი სერია ა-ში გამოუჩნდა

Sky Sport-ის ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რამდენიმე ინგლისური და ესპანური გუნდის შემდეგ, იუვენტუსის ცენტრალური მცველის მერიჰ დემირალის ტრანსფერით ბერგამოს ატალანტა დაინტერესდა.

ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელი მაღალი კონკურენციის გამო გასულ სეზონში ბევრ სათამაშო დროს არ იღებდა და ალეგრის მისვლის შემდეგ, რომელმაც კიელინის და ბონუჩის შენარჩუნება მოითხოვა, დემირალის მდგომარეობა არც მომდევნო სეზონში გაუმჯობესდება, ამიტომ მისი ტურინიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

იუვენტუსი ატალანტას რობინ გოსენსის ტრანსფერით ინტერესდება და არ არის გამორიცხული, რომ ბერგამოელებმა ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს, თუმცა მთავარი პრობლემა დემირალის მაღალი ხელფასია, თურქი უკანახაზელი სეზონში 3.5 მილიონ ევროს იღებს.