Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დეპაი:“დე ლიხტის მიღწევებით ვამაყობ,თუმცა…“

მემფის დეპაიმ იუვენტუსთან დაპირისპირების წინ,რომელიც ხვალ,23:00 საათზე გაიმართება, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ტრავმის გამო დიდი ხანი გამიცდა,თუმცა ახლა დავბრუნდი და ვფიქრობ,რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ.

„ხვალ განსხვავებული მატჩი გველოდება,რადგან მაყურებლების გარეშე თამაშს მიჩვეულები არ ვართ ,თუმცა ეს ხელს ვერ შეგვიშლის.

„ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე,რადგან ფეხბურთელისთვის ტრავმის გამო უთამაშებლობა ძალიან ძნელი გადასატანია,თუმცა გუნდს საჭირო დროს დავუბრუნდი, რადგან ისეთი გუნდის დამარცხება,როგორიც იუვენტუსია,თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმის გაკეთებას მოითხოვს.

„გუნდმა კარგად ივარჯიშა და ვფიქრობ,რომ ხვალინდელ მატჩშ კარგ ფორმაში ვხვდებით.

„მე და დე ლიხტი ერთმანეთს პანდემიის დროს ნიდერლანდებში შევხვდით და მცირე საუბარი გვქონდა.მას იუვეში შესანიშნავი სადებიუტო სეზონი ჰქონდა და მისი მიღწევით ვამაყობ, თუმცა ხვალ ჩვენ ერთმანეთის მეტოქეები ვიქნებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.