Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეტალები ინტერის და Socios-ის კონტრაქტთან დაკავშირებით

ინტერის და მაისურის ახალი სპონსორის Socios-ის კონტრაქტიდან ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

Repubblica-ს ჟურნალისტის ფრანკო ვანის ინფორმაციით, მხარეებმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ 3 წლით გახანგრძლივდება.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი Socios-ისგან არა 20 მილიონს, როგორც იტალიურ მედიაში სახელდებოდა, არამედ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მიიღებს.