Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეტალები კალაბრიას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით

როგორც გუშინ მოგახსენეთ, მილანი და დავიდე კალაბრია ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმდნენ და იტალიურ მედიაში ახალი ხელშეკრულების დეტალები გახმაურდა.

MilanNews-ის მტკიცებით, კალაბრია კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 2-ჯერ გაიზრდება და სეზონში 2.6 მილიონი ევრო გახდება. სავარაუდოდ როსონერი ოფიციალურ განცხადებას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით დღეს გააკეთებს.

24 წლის მილანის აკადემიის აღზრდილი სტეფანო პიოლის როსონერის რიგებში მისვლამდე გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა.