Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დეტალები კიეზას იუვენტუსში ტრანსფერზე

ფედერიკო კიეზას ბიანკონერიში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა და მას ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე ელოდებიან.

კიეზა იუვენტუსს 2-წლიანი იჯარით შეუერთდება. პირველი სეზონის სანაცვლოდ, ტურინელები 2 მილიონ ევროს გადაიხდიან, მეორეს სანაცვლოდ კი – რვას.

იჯარის ამოწურვის შემდეგ, იუვეს ახალგაზრდა იტალიელის გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება, რასაც სხვადასხვა ბონუსებით კიდევ 10 მილიონი დაემატება.

თუმცა, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, იუვენტუსს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება და ეს პირობები ასე გამოიყურება.

1) იუვენტუსმა სერია ა საუკეთესო ოთხეულში უნდა დაასრულოს

2) კიეზამ გუნდის თამაშების 60 პროცენტში მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ 30 წუთი.

3) ფედერიკომ მინიმუმ 10 გოლი უნდა გაიტანოს და 10 საგოლე გადაცემა გააკეთოს.

ჩამოთვლილი პუნქტების შესრულების შემთხვევაში, იუვეს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.