Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეტალები ტომორის კონტრაქტთან დაკავშირებით

როგორც უკვე მოგახსენეთ, მილანმა ფიკაიო ტომორის კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედა და ინგლისელ ფეხბურთელს 28.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდის.

გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ტრანსფერი სავარაუდოდ მომდევნო კვირამდე ვერ გაოფიციალურდება, თუმცა ჯანლუკა დი მარციოსა და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტომორი მილანთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი დაახლოებით 3.5 მილიონი ევრო იქნება.