Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეტალები ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერთან დაკავშირებით

აშრაფ ჰაკიმი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და ის პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება. Calciomercato-მ ტრანსფერის ფინანსური დეტალები გამოაქვენა.

წყაროს ინფორმაციით, პსჟ-ს ინტერისთვის ტრანსფერის გაოფიციალურებისთანავე 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც შემდგომში ფეხბურთელის და გუნდის მიღწეული შედეგების მიხედვით ბონუსების სახით 10 მილიონი ევრო დაემატება.

თავად ჰაკიმი პარიზელებთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მისი წლიური ანაზღარუება სეზონში 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება და საერთო ჯამში ინტერში დანიშნულ 4 მილიონზე გაცილებით მეტს მიიღებს.