დეულოფეუს მუხლზე ოპერაცია სჭირდება…
უდინეზემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟერარ დეულოფეუს მუხლზე ოპერაცია სჭირდება, რომელიც მას უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.
ოფიციალური წყაროს ცნობით, ფეხბურთელს მარჯვენა ფეხუს მუხლის კაფსულის გაძლიერება სჭირდება, რაც მას სტაბილურობას შემატებს და მომავალში სერიოზულ ტრავმას თავიდან აარიდებს.
დეულოფეუს მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი, მათ შორის რომა იჩენდა, თუმცა ოპერაციის გამო ფეხბურთელის წასვლა ბიანკონერის რიგებიდან გამოირიცხა.