Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეულოფეუ კარიერას ინგლისში გააგრძელებს

უდინეზეს ერთ-ერთი ლიდერი ჟერარ დეულოფეუ, რომელსაც გასულ კვირებში აქტიურად ნაპოლის უკავშირებდნენ, კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი წინა ტურში მისი ასტონ ვილაში ტრანსფერი გახლავთ, რის სანაცვლოდაც იტალიელები 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.