დეშამი:“ ამ ეტაპისთვის იტალია ყველაზე შთამბეჭდავია“
საფრანგეთის ნაკრების დიდიე დეშამის აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგი შთაბეჭდილება იტალიის ნაკრებმა დატოვა, რომელმაც მეოთხედფინალის საგზური უკვე გაინაღდა და მისი მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.
საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ნახევარფინალში იტალიის პოტენციური მეტოქე გახლავთ, შვეიცარიას ხვალ დაუპირისპირდება.
„ევროპის ჩემპიონატის დაწყების დღიდან ჩემზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება იტალიის ნაკრებმა მოახდინა. მართალია აძურის ავსტრიასთან გარკვეული სირთულეები ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს.“
აძურიმ ავსტრიის დამარცხების შემდეგ მოგებების სერია 12-მდე გაზარდა, რა დროსაც გუნდმა 33 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.