Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეშამი:“ იუვენტუსი ჩემი მეორე სახლია…“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა და საფრანგეთს ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგაზე ბელგიასთან მატჩის წინ, რომელიც ტურინში, იუვენტუსის Allianz Stadium-ზე გაიმართება, იტალიურ გრანდში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ტურინში თამაში მოგვიწევს. მე იქ ძალიან ბევრ მეგობარს ვნახავ, რომელიც ჯერ კიდევ იუვენტუსში მუშაობენ. ეს გუნდი ჩემთვის მეორე სახლია და უნდა ვაღიარო, რომ მწვრთნელის რანგში მისი დატოვება შეცდომა იყო, მაგრამ განვლილმა გზამ აქ მომიყვანა და რომ არა ეს ნაბიჯი, შესაძლოა მე საფრანგეთის მწვრთნელი არ ვყოფილიყავი, ამიტომ საწუწუნო არაფერი მაქვს.“